სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარტიზანული რეკლამა: სკოჩით ბოძზე გაკრული ბიჭი, რომელმაც შოკი გამოიწვია (ვიდეო)

არასტანდარტული მარკეტინგული კომუნიკაციების ქართული „პროფესიული ბლოგი“ (blog.patrisani.ge) საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

სააგენტო McCann Erickson Belgrade-მ MTV-ის შოუსთვის „Pranked“- პარტიზანული მარკეტინგი გამოიყენა და არაორდინარული კამპანია შეიმუშავა. კრეატორებმა ბრენდის მხარდასაჭერად ცოცხალი გარე რეკლამა მოიფიქრეს და განათავსეს კიდეც.

ზაფხულში ბელგრადის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი სკოჩით შენობის კოლონას მიამაგრეს, თითქოსდა ეს მოზარდების ღამის ოინები ყოფილიყო. მნახველებს ამის შესახებ ვიდეოს გაგზავნა სჭირდებოდათ MTV-ზე, რათა შოუ «Pranked»-ში მონაწილეობა მიეღოთ.

ორი საათით ადრე ეს სიახლე გამვლელების წყალობით გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომლებიც სურათებს უღებდნენ ამ საოცარ ემბიენთს და ნანახს უზიარებდნენ მეგობრებს.

მოვლენის ანონსირებას ყველა ახალი ამბების, გასართობი და მუსიკალური ინტერნეტ-პორტალი, ტელეარხი და რადიოსადგური ახდენდა.

სულ რაღაც 50 ევროს დახარჯვით, კრეატორებმა შეძლეს მედიურად 100 000 ევროს სარეკლამო კამპანია ჩაეტარებინათ. ზემოთხსენებული ფაქტი ივლისში მოხდა და „ბოძზე გაკრული ბიჭის კადრები“, რასაკვირველია, ახლაც პოპულარულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100