სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოჭში სასტუმროების მსოფლიო ბრენდები შედიან

RBCdaily

„სბერბანკის“ და ძმებ ბილალოვების ოლიმპიურ მეგაპროექტებში პრემიუმ-კლასის სასტუმროების უმსხვილესი ოპერატორები შევიდნენ. საუბარია Marriott-ზე, Swissotel-სა და Capella-ზე. სოჭის ბაზრის დებიუტანტებმა აქ „რუსული შვეიცარიის“ იდეა უნდა განახორციელონ.

რუსულ და აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიებს შორის ხელშეკრულებებს ხელი გუშინ გახსნილ საინვესტიციო ფორუმზე „სოჭი 2011“-ზე მოეწერა. მხარეების სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად 2014 წლის ოლიმპიადისთვის, კურორტ „გორკი გოროდისთვის“ 1,315 ათასი ნომერი შეიქმნება.პროექტი მთლიანობაში 2,5 აპარტამენტის, 110 კერძო სახლის, რვა სასტუმრო კომპლექსისა და სხვა ობიექტების შექმნას ითვალისწინებს.

თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის ინვესტორი კომპანია „კრასნაია პოლიანაა,“ რომლის აქციონერებიც ძმები ბილალოვები, სბერბანკი და არაბული ფონდი Abu Dhabi Investment Company არიან. პროექტის ინვესტორების გეგმების თანახმად, სოჭის კურორტი ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100