ბიძინას არჩევანი - "რესპები" თუ ალასანია?
ოლიგარქმა, თინიკო და მისი რაზმი აითვალწუნა. ამის ერთერთი გამოხატულება ის არის, რომ ნელნელა ყველა საკვანძო პოსტს „რესპუბლიკელები“ „ჩაჩოჩების“ პრინციპით ტოვებენ. მათ ადგილებს კი, ალასანიას ხალხი იკავებს.
შორს რომ არ წავიდეთ, თბილისში, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსობისთვის ერთმაბეთს სახეს ახოკავენ ზურაბ აბაშიძე და თინიკო ხიდაშელი. უკვე აშკარაა, რომ ამ პოსტს „თავისუფალი დემოკრატების“ ზურიკო დაიკავებს. თინიკოს კი მოუწევს სხვა „ჩაჩოჩებებს“ დაელოდოს.
„რესპუბლიკელები“ დავით ბერძენიშვილის გამოხდომებს ემსხვერპლებიან. ეს უკანასკნელი, გურიის მიტინგის კოორდინატორი გახლდათ და რა შედეგიც ანახა ოლიგარქს, სხვამაც კარგად დაინახა.
ხალხის სიმცირით განრისხებულმა ბიძინამ იერიში ბერძენიშვილზე გავლით, „რესპუბლიკელებზე“ მიიტანა. იქამდე კიდევ დაუშვა შეცდომა ბერძენიშვილმა, როცა ოლიგარქთან შეუთანხმებლად პრესკონფერენცია გამართა და გვახარა, მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობა თბილისში, „რესპუბლიკელი“იქნებაო.
თინიკოს კარგა ხანს მოუწია თავის მართლება, ოლიგარქის წინაშე და მტკიცება, რომ ბერძენიშვილმა მასთან შეუთანხმებლად გამართა პრესკონფერენცია.
მოკლედ, დავით ბერძენიშვილის სურვილი, თავად დიდუბეში ეყარა კენჭი, მის ძმას ვაკეში, თინიკოს საბურთალოზე და ვახტანგ ხმალაძეს მთაწმინდაზე, ოცნებად დარჩა.
ბიძინას სხვა გეგმები აღმოაჩნდა. მის გეგმებში შევიდა დავით ბერძენიშვილისთვის ფრთების შეკვეცაც. შეუკვეცა კიდეც. არც დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატად ასახელებს და გურიის კოორდინატორობიდანაც მოხსნა. გურიაში მის შემცვლელად ალასანიას კადრი, ჩიქოვანი დანიშნა.
იგივე მოხდა ქუთაისშიც. ბიძინას "ფეისბუქი" კი გაჰყვიროდა ათიათასობით მომიტინგე მოვიდაო, მაგრამ ოლიგარქი თავსაც ხომ არ მოიტყუებდა? ამიტომ, ქუთაისის შედეგით უკმაყოფილომ, იქაც დაიფრინა „რესპუბლიკელები“ და „ოცნების“ ქუთაისური ფრთის (ახალგაზრდული) ხელმძღვანელებად ალასანიას ხალხი დანიშნა.
ასე თუ გაგრძელდა, „რესპუბლიკელები“ შესაძლოა თამაშს გარეთ დარჩნენ. არ იცოდა ბიძინამ მათი ამბიციები. შეუთანხმებელი პრესკონფერენციები და თავნებური განცხადებები თინას და მისი რაზმის სტილია. სამაგიროდ, ბიძინასაც ჰქონია სტილი. „არ მოგეწონა? ჩააჩოჩე!!“
კომენტარი