სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარჩელი ქმრის მიმართ, რომელიც ცოლს სექსის გარეშე აცხოვრებს

ისრაელში მცხოვრებმა ქალბატონმა შეიტანა სარჩელი ქმრის წინააღმდეგ, რომელიც ათი წლის მანძილზე უარს ამბობდა სამეუღლეო კავშირის დამყარებაზე. ყოველი გაუყოფელი სარეცელისთვის ის ითხოვს 165 შეკელს (დაახლოებით 41 აშშ დოლარს). სულ - დაახლოებით 149 ათას დოლარს. განაწყენებული ქალი ამბობს, რომ ქორწინებამდე ჰქონდათ სექსი, მაგრამ ქორწინების შემდეგ შეწყდა მათი ურთიერთობა - ათი წლის მანძილზე ქმარი ღამეებს ათენებდა სალონში.

ადვოკატებს საქმის მოგების იმედი აქვთ, რადგან მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში არსებობს მსგავსი პრეცედენტები:

მაგალითად, შარშან საფრანგეთის სასამართლომ ნიცის 51 წლის მცხოვრებს გადაახდევინა 8,5 ათასი დოლარი ცოლის სასარგებლოდ. ცოლი ჩიოდა, რომ მეუღლე 21 წლის მანძილზე არ ასრულებდა მეუღლის მოვალეობას.

იგივე მოხდა დუბაიში. გაერთიანებული ემირატების მცხოვრები აიძულეს ცოლისთვის გადაეხადა 10,99 მილიონი დოლარი. წყვილი დაქორწინდა 2008 წელს და ქმარი არ იყოფდა ცოლთან სარეცელს, რის გამოც ქალს პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის მხრივ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100