სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მესტიაშიც +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. +18 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. გორში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. თოვლია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100