რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის, "სუპერგმირები"იბრძვიან
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ოფოციალურად ჯერაც არ არიან დარეგისტრირებულნი, წინასაარჩევნო კამპანია მაინც ,,გახურდა.”
პრეზიდენტობის ორი სავარაუდო კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უჩვეულო ფორმის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.
ორი დღეა, რაც მოსკოვის ქუჩებში დიმიტრი მედვედევის პლაკატები გამოჩნდა, სადაც მედვედევი სუპერგმირის ფორმაშია გამოწყობილი. ახლახანს ამერიკაში გამოვიდა ახალი კომიქსი ,,კაპიტანი ამერიკა-პირველი შურისმაძიებელი.” რუსეთის პრეზიდენტს სწორედ ამ კომიქსის გმირის კაპიტან-ამერიკას ფორმა აცვია.აღნიშნული პლაკატები მოსკოვის თითქმის ყველა ქუჩაშია გამოფენილი და იქვე, მეტროსადგურების შესასვლელებში, დიდი ბილბორდებიც დგას.
მედვედევის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ პლაკატებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არა აქვს და ეს უბრალოდ ვიღაცების უკბილო ხუმრობაა. მათი თქმით, აღნიშნულ პლაკატებს და ბილბორდებს უახლოეს ხანში ჩამოხსნიან.
ძნელი სათქმელია, ეს მართლა უკბილო ხუმრობაა, თუ მიზანმიმართული პიარ აქცია. მოსკოველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით დიმიტრი მედვედევი პუტინს ბაძავს და რუს ხალხს აჩვენებს, რომ ისიც რუსეთისთვის სუპერგმირია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვის ქუჩებში გაჩნდა ბილბორდები, სადაც ვლადიმერ პუტინი ცნობილი სუეპერაგენტის ჯეიმს ბონდის ფორმაში იყო გამოწყობილი. მაშინ მოსკოვის მერიაში განაცხადეს, რომ ეს იყო პროვოკაცია და ბილბორდების დემონტაჟს მალე დაიწყებდნენ, თუმცა მოსკოველებს მათი ხილვა კიდევ დიდხანს შეეძლოთ.
ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანია მედვედევისას ერთი ნაბიჯით უსწრებს.Aამას ისიც მიანიშნებს, რომ სანამ მედვედევს სუპერგმირის ფორმას არგებდნენ, მოსკოვის ქუჩებში რუსის გოგონები პუტინისთვის ,,იხევდნენ.“
შეგახსენებთ, რომ რუსეთში შეიქმნა ქალთა ვირტუალური ორგანიზაცია ,,შემოვიხევ პუტინისთვის,“ სადაც ახალგაზრდა გოგონები არიან გაწევრიანებული. ისინი სახალხოდ, მოსკოვის ქუჩებში მაისურებს იხევენ და მთელს ხმაზე ყვირიან: შემოვიხევ პუტინისთვის. არ არის გამორიცხული, მალე ქერათმიანმა ლამაზმანებმა მედვედევისთვისაც ,,შემოიხიონ,” თუმცა რას შემოიხევენ, ამას მედვედევის პიარმენეჯერები გადაწყვეტენ.
კომენტარი