სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე ყოველთვის ვიცოდი, რომ..." - ნახეთ რას წერს ნინო დარასელი პატიმარ მაია რჩეულიშვილზე

ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში წერს პატიმრობაში მყოფ დეიდაზე, მაია რჩეულიშვილზე. დარასელის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„თოდუას კლინიკაში პატიმრები დაყავთ ხოლმე და ისინიც კონტაქტს მონატრებულები ექიმებს სხვადასხვა ამბებს უზიარებენ. ბოლოს განსაკუთრებული აღფრთოვანებით თურმე მაიაზე მოუყოლიათ, ჩემს ლამაზ დეიდაზე. გაოცებულები არიან, ეს რა უშუალო და კონტაქტური ყოფილაო და მისი კულინარიის ნიჭით კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებულან.

საქმე იმაშია, რომ როცა საშუალებას აძლევენ, დგას თურნე მაია და მისი უკვე მეგობარი პატიმარი ქალებისთვის გემრიელ საჭმელებს ამზადებს სატრაპეზოში. უხ, როგორ ამზადებს რომ იცოდეთ. მე კი ვიცოდი, მისაღებ ოთახში ყოფნას, რომ სამზარეულოში დამხმარე ქალებთან ერთად ფუსფუსი, პარდონ მაი ფრენჩ დამებთან აწეული ნეკა თითით ყავის სმას, გემრიელ კახურ დიალექტზე მოსაუბრე ტასიკოსთან და თინასთან სიცილი რომ ერჩივნა, მაგრამ ეხლა მიხარია, რომ სხვებმაც დაინახეს, თან იმ ხალხმა ვისთანაც შეიძლება ისე ეცხოვრა ქუჩაშიც კი ვერ გადაჰყროდა ვერსად.

ასე რომ რაც არ გვკლავს... იმედია გვაძლიერებს. იმედია, თორემ მისი 50 კილოს და თეთრი პირსახის შემხდვარე ამას თამამად ვერ ვამბობ.

P.S. ვინც მიცნობს იცის ჩემს თავზე საუბარი არ შემიძლია, თხოვნა მიჭირს, ჩემი დარდის ვინმესთვის თავზე მოხვევა მითუმეტეს.

ჰოდა ამ ბოლო დროს ბევრმა მკითხა, სხვებს რომ თავზე გადაყევი, მაიაზე რატომ არაფერს წერო?! გეტყვით, იმიტომ, რომ სხვა სხვაა, მაია კი მე ვარ.“ - წერს ნინო დარასელი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100