სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არანაირი იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარს უჭერს ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დიპლომატებისა და ჟურნალისტების მიწვევის ინიციატივას.

,,მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული.

რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას - პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ,,მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციას მიმართა და მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილა.

,,დაზუსტებული ინფორმაციით, აპირებენ თქვენს ოფისში იარაღის არსენალის "აღმოჩენას", - დაწერა ,,ფეისბუქში" ნიკა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100