სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოცეკვავე მილიონერი ცოლს გაშორდა და ყოფილ ვიცე მის სამყაროს ხვდება?

რამდენიმე დღის წინ ყვითელი პრესა იტალიელი მეწარმისა და სოციალური ქსელის ვარსკვლავის, ჯანლუკა ვაკის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ალაპარაკდა. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მოცეკვავე მილიონერი თავის ცოლს, ჯორჯია გაბრიელას დაშორდა და ისევ თავისუფალია. ამ ეჭვის საფუძველს წყვილის ინსტაგრამის გვერდი აძლევს, 28 მაისის შემდეგ არც ერთ მათგანს არ აქვს ერთობლივი ფოტო ატვირთული, ორივე მათგანი ცალ-ცალკე პოზიორობენ ფოტოებში.

სავარაუდო დაშორებამ ჯანლუკას ცხოვრების სტილი დიდად არ შეცვალა - ის ძველებურად კარგად ერთობა, მოგზაურობს, აწყობს წევულებებს, ცეკვავს ენერგიულად და მეგობრებთან ატარებს დროს.

რამდენიმე დღის წინ მაიამიში იმყოფებოდა სხვადასხვა გოგოების გარემოცვაში. ამასთან, მას ვიცე მის სამყარო 2015-თან, არიადნა გუტიერესთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა დარწმუნებით ურნალისტები ვერაფერს ამბობენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუტიერესი თავის ინსტაგრამ გვერდზე ჯანლუკასთან გადაღებულ ფოტოებს ტვირთავს, თავად ვაკი კი მათი ერთობლივი ფოტოების გამოჩენას ერიდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100