პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საქართველო-ისრაელის ინოვაციების მეორე ფორუმზე
საქართველო ინვესტორებს შესანიშნავ ადგილმდებარეობას და 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ისრაელის ინოვაციების მეორე ფორუმის "საქართველო კარიბჭე" გახსნაზე განაცხადა.
პრემიერმა საქართველოს განსაკუთრებულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას, ინვესტორებისთვის 900-მილიონიანი ბაზრის შეთავაზების შესაძლებობას აძლევს შეღავათების ზოგადი სისტემა 8 ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა
2014 წლის სექტემბრიდან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და თურქეთთან. ირაკლი
ღარიბაშვილის განმარტებით, კანონის უზენაესობა და კერძო
საკუთრების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტია და მთავრობა ძალღონეს არ იშურებს, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად იქცეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ინვესტირებით დაინტერსებულ პირებს
ბიზნეს შესაძლებობების დიდ არჩევანს სთავაზობს, ქვეყნის ისეთ
სწრაფად მზარდ სფეროებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტურიზმი, მრეწველობა, რეგიონული მომსახურება, ლოგისტიკა და აგრობიზნესი.
"მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა საქართველო-ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შედეგებს. ინვესტორებს ვთავაზობთ, მყარ სუვერენულ ბალანსს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, რაც გულისხმობს დაბალი გადასახადების მხოლოდ
6 ფიქსირებულ ტიპს, კონსერვატიულ საბანკო სექტორს, განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციებს, კონკურენტული ფასებით და სტაბილურად მიწოდებულ ენერგო რესურსებს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას კონკურენტული ტარიფებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი