სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაცემია, ის სავარაუდოდ ქართველმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს - ადვოკატის სკანდალური განცხადება

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის თბილისში საცხოვრებელ სახლთან სამი პირი დაესხა თავს - ამ ინფორმაციას, მისი აზერბაიჯანელი ადვოკატი ავრცელებს.

ელჩინ სადიყოვი ბაქოში უკვე შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც ადვოკატის თქმით ნაცემია.

ჟურნალისტის ვარაუდით ისინი ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის სავარაუდოდ მათვე ჩაუდეს ათი ათასი ევრო.

ჟურნალისტის სასამართლო პროცესი ბაქოში სავარაუდოდ დღეს გაიმართება. საქმეზე აზერბაიჯანში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.

„ის ნაცემია და ამბობს, რომ მოტეხილობებიც აქვს. ყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ. მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. დღეს გადაწყდება მისი წინასწარი დაკავების საკითხი,”-ელჩინ სადიყოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100