სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი და საქართველოს წითელი ჯვარი ხანდაზმულების დასახმარებლად

ლიბერთი ბანკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალი პროექტი დაიწყეს. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური დონაციის ნომრის - 16 222 მეშვეობით, საქველმოქმედო აქციაში მარტივად ჩართვის საშუალება ეძლევათ. მობილიზებული ფულადი სახსრებით შეძენილ სასურსათო ამანათებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ. დონაციის ნომერზე 1 ზარის ღირებულება - 1 ლარია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მონაცემებით, მსგავსი სახის დახმარებით 50 ათასზე მეტმა ასაკოვანმა მარტოხელა მოხუცმა უკვე ისარგებლა. Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში დაწყებული საქველმოქმედო აქტივობა გრძელდება პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით, რომლის დახმარებით არაერთ ხანდაზმულს გადაეცემა სურსათი და პირადი ჰიგიენის აუცილებელი საშუალებები.

ამას გარდა, ლიბერთის და საქართველოს წითელი ჯვარი აგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით და წითელი ჯვრის მოხალისეები, მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგების მოწესრიგების და დისტანციის დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.

„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, აგრძელებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და გულით ზრუნავს თავის ასაკოვან მომხმარებელზე. ჩვენთვის პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკში ვიზიტისას, შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მოხარული ვართ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები მხარში უდგანან ლიბერთის თანამშრომლებს და ერთობლივად ვზრუნავთ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ წითელი ჯვრის საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს და თუნდაც მცირედით, მონაწილეობა მიიღოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100