სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახმედ იმამკულიევი: დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს აძლევდნენ

მარნეულშიევროპული საქართველოსმერობის კანდიდატის ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხარდასაჭერად მოქალაქეებს თანხა ურიგდებოდა.
„დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უბანთან გარეთ იდგა ავტომობილი და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს აძლევდნენ. ჩვენ მივედით და ვნახეთ, რომ უბანზე შესვლამდე და გამოსვლისას მოქალაქეები ავტომობილთან მიდიოდნენ. ეს ადამიანი მარნეულში მუშაობს და არის სასამართლოს თანამშრომელი, კერძოდ მანდატური. ეს აშკარად არის სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა", - განაცხადა იმამკულიევმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100