ჭიკაიძის ქველმოქმედება
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სამინისტრო საქართველოს მაღალ მთიან რეგიონებში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. საქველმოქმედო აქციაში სამინისტროს ყველა თანამშრომელი ჩაერთო. მათ მიერ გაღებული თანხებით შს სამინისტრო 500-მდე ოჯახს სხვადასხვა საკვები პროდუქტით მოამარაგებს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლები დუშეთის რაიონს ეწვივნენ და იქ მცხოვრებ 101 ოჯახს საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში მთაში დარჩენილი გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
აღნიშნული საქველმოქმედო აქციები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს.
კომენტარი