სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა არველაძე: "საქართველოს რუსეთის არ ეშინია!.."

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შოთა არველაძის აზრით, "საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავსება ქრისტიანობით მთავრდება".

თურქულ საფეხბურთო კლუბ "კაიზერსპორის" მთავარ მწვრთნელ არველაძის განცხადებას azerisport.com ავრცელებს.

"რუსეთისგან განსხვავებით, თურქეთი საქართველოს პატივისცემით ეპყრობა. თურქეთი ჰუმანური ქვეყანაა. სწორედ ეს არის განსხვავება რუსეთსა და თურქეთს შორის. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის არ გვეშინია, რადგან ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია", - აცხადებს არველაძე.

მისივე თქმით, "ყაზახები და აზერბაიჯანლები თურქების მონათესავე ხალხები არიან, რის გამოც თურქეთი მათ მარტოს არასდროს ტოვებს, რუსეთი კი სიძნელეების დროს საქართველოს არასდროს დაჰხმარებია".

"მართალია, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, როგორც ისინი, თუმცა ჩვენი მსგავსებები ამით მთავრდება", - განაცხადა არველაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100