სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე" - ზელენსკი რუსეთს პუტინის ნათლიმამის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

12 აპ­რილს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პარ­ტი­ის "ოპო­ზი­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა-სი­ცო­ცხლის­თვის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ნათ­ლი­მა­მა ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­როდ შე­ნიღ­ბუ­ლი, სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და. ამის თა­ო­ბა­ზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ. მან ცი­ნი­კუ­რად მო­იხ­სე­ნია ის, რომ მედ­ვედ­ჩუკ­მა გა­საქ­ცე­ვად "სამ­ხედ­რო კა­მუფ­ლა­ჟის“ გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­და. ზე­ლენ­სკის თქმით, რად­გან მედ­ვედ­ჩუკ­მა თა­ვად აირ­ჩია სამ­ხედ­რო ფორ­მა, სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის წე­სე­ბი მას­ზეც ვრცელ­დე­ბა. მან რუ­სეთს "მათი ბი­ჭის“ უკ­რა­ი­ნელ ტყვე­ებ­ში გაც­ვლა შეს­თა­ვა­ზა. "თუ მედ­ვედ­ჩუკ­მა თა­ვად აირ­ჩია სამ­ხედ­რო ფორ­მა, ნიშ­ნავს, რომ ის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ომის წე­სებს. ვთა­ვა­ზობ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას: გაც­ვა­ლეთ ეს თქვე­ნი ბიჭი ჩვენს ბი­ჭებ­სა და გო­გო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახლა ტყვე­ო­ბა­ში არი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა და სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნი­ხი­ლონ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ. ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მაც, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია ფო­ტო­ებ­თან ერ­თად გა­ავ­რცე­ლა. გვი­ან ღა­მით, პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვა­ნი პეს­კო­ვი ამ­ტკი­ცებ­და, რომ "დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფე­ი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის" გამო, მედ­ვედ­ჩუ­კის ფო­ტოს შე­ა­მოწ­მე­ბენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100