სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წყალი მარგებელი" რუსეთის ბაზარს პრიორიტეტულად არ მიიჩნევს

კომპანია "წყალი მარგებლის" ხელმძღვანელობა არ ადასტურებს რუსული მედიის ინფორმაციას "ბორჯომთან" ერთად რუსეთის ბაზარზე "ნაბეღლავის" შესაძლო დაბრუნების შესახებ.

კომპანიის გენერალური დირექტორის ავთანდილ სვიმონიშვილის განცხადებით, "რუსეთის ბაზარი კომპანიისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს".

"რუსულ ბაზარზე ექსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ რუსეთი მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოს მიერ წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია რუსულ ბაზარზე პროდუქციის მხოლოდ მცირე წილის ექსპორტს გეგმავს. "ნაბეღლავი" მსოფლიოს 20 ქვეყნის ბაზარზეა გასული. მათგან განსაკუთრებით პრიორიტეტული თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ბაზრებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100