სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუგაჩოვას ქმრის დაბადების დღეზე, ყოფილი ქმრის, კირკოროვის ნათქვამმა სიტყვებმა მთელი რუსეთი გააოცა

18 ივნისს რუსი არტისტი მაკსიმ გალკინი 38 წლის გახდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო გალკინის ცოლის, ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი ფილიპ კირკოროვი, რომლის მიერ წვეულებაზე წარმოთქმულ სიტყვებსაც რუსული მედია უკვე რამდენიმე დღეა განიხილავს.

„დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, დიახ, რუსეთი ტვინით ამას ვერ გაიგებს, მაგრამ მაკსიმი სწორედაც, რომ ჩემი მეგობარია. ნუ გიკვირთ ჩემი სიტყვები. 10 წლის წინ ალასა და ჩემი განშორება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დანაშაულია. ჩვენი ოჯახი გაბზარული კი არა დამტვრეული იყო, ამ დროს გამოჩნდა მაკსიმი და ალას არ მისცა უფლება უბედური ყოფილიყო, მან ჩვენი პრიმადონა უბედნიერეს ადამიანად აქცია. გარდა ამისა სწორედ მაკსისმის დამსახურებაა, რომ ჩვენი დამსხვრეული ცხოვრების ყველა კუთხე დალაგებულია. სწორედ მაკსიმის დამსახურებაა, რომ ალა ჯერ კიდევ არსებობს ჩემს ცხოვრებაში და ჩვენ მეგობრები ვართ. მე მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მაკსიმის იმ ყველაფრისთვის რაც მან გააკეთა ალასთვის.“ - განაცხადა კირკოროვმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100