სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკომენტარო ვიდეო: სერგეი ლავროვი ფიჯის კუნძულებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფიჯის კუნძულებზე ვიზიტის დროს, ადგილობრივი ტრადიციის გადამკიდე, თითქმის ისეთსავე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ნიკა გილაური ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს.

თუმცა, განსხვავება მაინც იყო: ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ეცვლება სახე და როგორ იწმენდს შუბლზე მომსკდარ ოფლს რუსეთის პირველი დიპლომატი, როცა ოთხ ბრგე ფიჯელს დარბაზში ადამიანის სიგრძის შეკრული, გამხმარი პალმები შემოაქვს. ალბათ, ლავროვსაც კარგად მოეხსენება, რომ ხმელი შეკვრა ფიჯიში ცეცხლის დასანთებად შემოაქვთ და იქნებ წარმოიდგინა კიდეც, როგორ უპირებდნენ დაწვას...

ეს - ნახევრად ხუმრობით. თუ სერიოზულად ვიტყვით, ტრადიციული რიტუალი 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა კავა-კავას ბუჩქის ნაყოფისგან დამზადებული წვენის მომზადებასა და სტუმრისთვის მირთმევას. დასასრულ, ლავროვმა „კოლორიტული რიტუალისთვის“ მადლობა გადაიხადა.

რაც შეეხება ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს, ლავროვმა ფიჯელები რუსეთთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივითაც მოხიბლა, ხოლო მისი ვიზიტის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, ფიჯისგან საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიმართულებით მუშაობა იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100