ქეთა თოფურიამ ასტუდიო ათწლეულის საუკეთესო ჯგუფის ტიტულამდე მიიყვანა
რუსეთის ყველაზე გავლენიანმა მუსიკალური მედიაჰოლდინგის პრემიამ მუზტევე ასტუდიო ათწლეულის საუკეთესო ჯგუფად დაასახელა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯგუფის ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
„გუშინ ათწლეულის საუკეთესო ჯგუფად დაგვასახელეს. ეს საოცრად სასიამოვნო და საპასუხისმგებლო ჯილდოა.
აგერ უკვე ათი წელია რაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დრო სწრაფად მიქრის, მაგრამ მთავარია რომ ჩვენ მას არ ჩამოვრჩებით და მომავალშიც ვეცდებით თქვენს გახარებას კიდევ ბევრი წლის განმავლობაში.
მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა თაყვანისმცემელს, თქვენ გარეშე ჩვენ არავინ ვართ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მუზტევეს და არმან დავლეტიაროვს (მუსტევეს დირექტორი)“ - წერს თოფურია, რომელიც ამჟამად დეკრეტშია და მშობიარობის ბოლო თვეს ამერიკაში ატარებს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელ სამშობიარო სახლში აპირებს მშობიარობას.
შეგახსენებთ, რომ თოფურია ასტუდიოს სოლისტი ათი წლის წინ გახდა, როდესაც ჯგუფს უკვე ჰქონდა 15 წლიანი ისტორია, თუმცა პოპულარობის პიკს მათ ქართველ მომღერალთან ერთად მიაღწიეს, რომელმაც რუსებს თავი არამხოლოდ სიმღერით არამედ სილამაზით, ხასიათით, იუმორით, ქარიზმითა და ჩაცმის სტლით შეაყვარა. მოგეხსენებათ მომღერლობის პარალელურად ქეთა დიზაინერობითაა დაკავებული და რუსეთში მოდის ერთ-ერთ კანონმდებლადაც ითვლება.
კომენტარი