სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მუცელსაც აღარ მაკარებ - ვალდებულებით ორსულს“

თვალებს არასდორს იღებავ,
აღარც იგრძელებ წამწამს,
კარებს დაღლილი მიღებ და
ჩვენი ცოლ-ქმრობაც არ გწამს.

შენი კაბები დაგრძელდა,
ბიჟუტერია გაცვდა,
და ლოგინივით გაცივდა
ნაზი ღიმილი ღაწვთან.

ბარათებს აღარ მიწერ და
სიცელქე სადღაც გაქრა,
"დღეს ბავშვთან ყოფნა მიწევდა,
არ დაიძინა, რა ვქნა?"

სახსოვარ ნივთებს დაუწყე
საფუძვლიანი "უბორკა"
რაც ბედნიერი დღეების
გადავიწყებას უფრო ჰგავს.

ჩვენი პაემნის ადგილად
სამზარეულო დაგვრჩა,
აღარ მნებდები ადვილად
გამოსავალიც არ ჩანს.

ყვავილებს აღარ მაბარებ
სამსახურიდან მოსულს,
მუცელსაც აღარ მაკარებ -
ვალდებულებით ორსულს.

გაზეთის კითხვას მაძალებ,
ვნებაც წააგავს მიტკალს,
სულ მეუბნები: "მაცალე,
გაზზე სადილი მიდგას!"

ლოგინში გაჩნდა საზღვარი _
ნეიტრალური ხაზი.
ხარ ჩემი ბედინაცვალი
გაშიშვლებული ბრაზი.

ღამის პერანგით იძინებ,
წიგნებითა და ქსოვით.
ურთიერთობის სიცივე _
ურეაქციო ცოლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100