სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა კავშირია ციხის კადრებსა და სერიალებს შორის?

ბო­ლო ათ­წლე­­ლი­, ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში სე­რი­­ლე­ბი აქ­ტუ­­ლო­ბას არ კარ­გავს. ტე­ლე­სე­რი­­ლე­ბის გმი­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­კა­ცე­ბი, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი ფსი­ქო­ლოგს და ფი­ლო­სო­ფოსს ვთხო­ვეთ.

ნა­თია გვი­ა­ნიშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, გენ­დე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის მა­გის­ტრი:
- ჩე­მი აზ­რით, სე­რი­ა­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ერ­თგვარ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არ გან­სხვავ­დე­ბა მა­ყუ­რებ­ლის რე­ა­ლო­ბის­გან, თუმ­ცა ცო­ტათი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­ა. სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი ხში­რად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად არი­ან შემ­კო­ბი­ლი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რ კულ­ტუ­რა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა — სი­მა­მა­ცე, ძა­ლა, ფი­ზი­კუ­რი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, ქა­ლის თით­ქოს ხე­ლის­გულ­ზე ტა­რე­ბა, სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის დაც­ვა. სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ სე­რი­ა­ლე­ბი პატ­რი­არ­ქა­ლურ სტე­რე­ო­ტი­პებ­ში ჩარ­ჩე­ნის კი­დევ ერ­თი ფორ­მა­ა. ერ­თ-ერთ თურ­ქულ სე­რი­ალ­ში ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის სცე­ნე­ბიც არის, რო­მე­ლიც იმით არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, რომ მან მე­უღ­ლეს უღა­ლა­ტა.
თა­თა ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, გენ­დე­რუ­ლი სა­კითხ­ე­ბის მკვლე­ვა­რი, ფი­ლო­სო­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი.

- ქა­ლი, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მის გმი­რებ­ში სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს. ასე­თი ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გია არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი­ა. ად­ა­მი­ანს, რო­მელ­საც არა აქვს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა, ჩა­ნაც­ვლე­ბას ახ­დენს სე­რი­ა­ლე­ბით. გარ­და ამი­სა, მოხ­და სხვი­სი ცხოვ­რე­ბის თვალ­თვა­ლის ფე­ნო­მე­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბა, რაც აი­სა­ხა სა­ხელ­მწი­ფოს მოქ­მე­დე­ბა­ში ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასეთ სა­კითხ­ებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა დეკ­ლა­რი­რე­ბულ ქმე­დე­ბას არ ახ­დენს, მი­უ­ხე­და­ვად იმ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი­სა, რაც ცი­ხის კად­რე­ბის ნახ­ვი­სას გა­ნი­ცა­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სხვი­სი ცხოვ­რე­ბის თვალ­თვალს მი­ეჩ­ვია და ამ მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბას სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებს. სე­რი­ა­ლებ­ში აჩ­ვე­ნე­ბენ ცხოვ­რე­ბის იმ მხა­რეს, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­რი­ყუ­ლი და ფა­რუ­ლია — სექ­სი და სიყ­ვა­რუ­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100