ჩვენ ის ბავშვები ვართ…
ჩვენ ის ბავშვები ვართ…
ჩვენ ვართ ისინი, ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო. ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე წერდნენ და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ. ჩვენ ვართ ისინი ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით.
ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქი, რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად. ის ბავშები ვართ პოკემონებს, რომ ვაგროვებდით და დენდი გქვონდა. ის ბავშვები ვართ ტურბოს ნაკლეიკებზე, რომ ჯეირანს ვთამაშობდით და ლიმონათის ნაცვლად ზუკოს ან ინვაიტს ვსვამდით. წრეშიბურთს და ორდროშობანას, რომ ვთამაშობდით.
ჩვენ ის ბავშვები ვართ მობილურები, რომ არ გვქონდა და მაინც ვიცოდით მთელი სასტავი სად იყო. ჩვენ ისენი ვართ "კერასინკის" სუნში, რომ ვიძინებდით და გრენდაიზერს ვუყურებდით. ლარად კოკაკოლა, ნაყინი, ჩუპაჩუფსი, კევი და კიდე რამე მოგდიოდია. სონის გაჩითვა სენსაცია იყო და ფეხბურთის თამაშის დროს ბურთის პატრონი არ უნდა გაგებრაზებინა, თორე მთავრდებოდა თამაში. ჩვენ ვართ ბავშვები რომლებსაც მუხლებზე "შრამები" გვაქვს.
ჩვენ ვართ ბავშვები რომლებმაც იცოდნენ სიმართლე, ერთმანეთის გატანა. ჩვენ ყველას გვიჭირდა, მაგრამ გვიყვარდა ერთმანეთი. არ გვქონდა ფული, მაგრამ უფრო მაგრად ვერთობოდით ვიდრე თქვენ. ჩვენ გვქონდა რეალობის აღქმა, არ ვოცნებობდით.
ჩვენ დროს ქურდები და ქუჩის ბიჭები ადამიანებად ითვლებოდნენ. მოკლედ ჩვენ ყველაზე მაგარი ბავშვობა გვქონდა, მე ყველაზე ძალიან მიყვარხართ ჩემო ბავშვობის ძმებო, დებო და რავიცი ყველა.
კომენტარი