დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო
სახალხო დამცველის ოფისმა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა დაიწყო – განცხადება ამის შესახებ ომბუდსმენმა ტელეკომპანია "მაესტორს" პრესკლუბში გააკეთა.
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, მისმა აპარატმა შესაბამისი უწყებებიდან უკვე გამოითხოვა დოკუმენტაცია და საბოლოო დასკვნას საქმეების შესახებ სახალხო დამცველი ინავრის ბოლოს, მათი შესწავლის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
გახმაურებულ საქმეებთან ერთად, სახალხო დამცველი ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ პრობლემებსაც შეისწავლის. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ომბუდსმენი იმ რეკომენდაციასაც შეეხო, რომელიც სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ხელისუფლებას მისცა.
მისი განცხადებით, საბჭომ რეკომენდაცია ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა და ის მთავრობასა და რელიგიურ კონფესიებს შორის დიალოგის დაწყებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ინციატივა, მისი დამტკიცების შემთხვევაში, მაუწყებლის მუშაობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კომენტარი