სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რენი ჰარლინი ამაყია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის ისტორია ფილმად სწორედ მან აქცია

"აგვისტოს 5 დღის" შემქმნელი, ცნობილი რეჟისორი რენი ჰარლინი ამაყია, რომ რუსეთს-საქართველოს ომის ისტორია ფილმად სწორედ მან აქცია.

ამის შესახებ რენი ჰარლინმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ფილმის ტექნიკურ-შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჰარლინმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორი წლის წინ, როცა თბილისში ჩამოვიდა არ იცოდა, რა სახის ისტორია უნდა აესახა, თუმცა პრეზიდენტთან, პოლიტიკოსებთან, დევნილებთან და ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ მიხვდა, რომ "პატივი ჰქონდა, ფილმი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ გადაეღო".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100