უფსკრულზე გადაკიდებული ჯაკუზი - ჩასვლამდე ანდერძიც უნდა დაწერო და განცხადებაც ...
შვეიცარიაში, ქალაქ ტრიენტთან ახლოს თავგადასავალთა მოყვარულებისთვის ახალი ექსტრემალური გასართობი გაიხსნა. ატრაქციონის სახით წარმოდგენილია მობილური ჯაკუზი, რომელიც 15 ადამიანზეა გათვლილი და უფსკრულის თავზე, 100 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდებული.
ეს ექსტრემალური ჯაკუზი გეროს ხიდის ქვეშ მდებარეობს, ანუ, ფოლადის გვარლებით ხიდის სავალ ნაწილზე, ქვემოდანაა ჩამოკიდებული. იმისათვის, რომ ჯაკუზში მოხვდეთ, ინსტრუქტაჟი უნდა გაიაროთ და ამასთან, განცხადებაც უნდა დაწეროთ, რომ საკუთარი სურვილით ჩადიხართ და პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გაქვთ.
ამასთან ერთად, საკმაოდ ტაქტიანად შეავსებენ ისეთ ანკეტას, რომლის კითხვები ანდერძის პარამეტრებს მოგაგონებთ. მხოლოდ ამის შემდეგ, ორი ინსტრუქტორის თანხლებითა და სპეციალური ალპინისტური მოწყობილობებით, თქვენ გექნებათ საშუალება, ფიცრებისგან შეკრულ იმ მოედანზე დარშვათ, სადაც ჯაკუზია დამაგრებული.
აუცილებელი პირობაა, რომ უსაფრთხოების მიზნით მუზარადიც უნდა გეხუროთ, თუმცა, რას გიშველით მუზარადი უფსკრულში გადაჩეხვის სემთხვევაში, ცოტა ძნელი სათქმელია. ჯაკუზი ულამაზესი ლანდშაფტითაა გარშემორტყმული და იქედან გადახედვის დროს წვრილ, თეთრ ძაფს ჰგავს მდინარე, რომელიც უფსკრულის ფსკერზე მიედინება...
კომენტარი