სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქალიშვილობის ინსტიტუტი მამაკაცებსაც აზარალებს“

ფენიმინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ქალიშვილობის ინსტიტუტის წინაარმდეგ გამოდის. როგორცპირველი რადიოსრადიოკლუბში ორგანიზაციის წევრმა თათა ცოფურიშვილმა განაცხადა ხშირად ქალშვილობის ინსტიტუტის მანკიერი მხარე გარყვნილების მიზეზი ხდება და ეს აზარალებს როგორც მანდილოსნებს ასევე მამაკაცებს.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქალიშვილობის ინსტიტუტზე არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამისი მსხვერპლნი ან ამითი რეპრესირებულნი კულტურის თვალსაზრისით არიან მხოლდომ ქალები. აქ არიან რეპრესირებულნი მამაკაცებიც იმიტომ, რომ ერთის მხრივ თუკი ქალიშვილობის ინსტიტუტის ფენომენი საზოგადოებაში ართმევს სექსუალური თავისუფლების უფლებას ქალს, მეორეს მხრივ ის მამაკაცს ართმევს იმის უფლებას, რომ მან თავისი პირველი სექსუალური გამოცდილება იქონიოს თავის საყვარელ ადამიანთან და არა სექსმუშაკთან. ეს გამოცდილება როგორც წესი ძალიან ტრავმატურად აისახება ხოლმე მამაკაცების ფსიქოლოგიაში და ეს იწვევს მათთვის ფაქტობრივად სიყვარულის და სექსის გამიჯვნას ერთმანეთისგან და ხშირ შემთხვევაში აფსოლიტურად შეუმდგარ ოჯახურ ცხოვრებასაც. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არის ძალინ სენსიტიური და ტაბუირებული თემაც ამის გამო ჩვენ ხშირად არ ვსაუბრობთ ამაზე მაგრამ ეს არის რეალობა რომელშიც ვართ და ამ მახინჯი ფორმების დაძლევა მით უფრო მალე დაიწყევა რაც უფრო მალე დავიწყებთ ამაზე საუბარს. თუ ამ ჩვენს განცხადებას ვინმე გარყვნილებად მონათლავს მაშინ ასეთ რიტორიკული კითხვით შეიძლება მივმართოთ: მიაჩნიათ თუ არა გარყვნილებათ 11, 12, 13 წლის ბიჭების მიყვანა სექსმუშაკებთან და მათთვის სექსუალური ცხოვრების ამ ფომრით დაწყება რასაც ხშირ შემთხვევაში ჩადიან ოჯახის უფროსი წევრები მამები, ბიძიები... და თუ ასეა მათ უნდა იცოდნენ რომ ამ გარყვნილების მიზეზი არის ქალიშვილობის ინსტიტუტი“,-განაცხადა ცოფურიშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100