სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილის მიმართვა კულტურის მინისტრს

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრის რაბათის ციხესთან დაკავშირებით გაკეთებულ, განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მინდა გამოვეხმაურო კულტურის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ზეგ, 5 აპრილს სამინისტროში „რაბათ“-ის რეკონსტრუქციის თემაზე გაიმართება მრგვალი მაგიდა ექსპერტების მონაწილეობით. მინდა ვთხოვო ბატონ მინისტრს მიმიწვიოს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნული ციხის რეაბილიტაციის პროცესში და სიამოვნებით გავუზიარებ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ჩემს მოსაზრებებს და გამოცდილებას.” - წერს მერაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

მერაბიშვილის გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ფოტო „რაბათი აღდგენამდე და აღდგენის შემდეგ“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100