სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ხეთაგური უჩა ნანუაშვილმა მოინახულა

მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოინახულა.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს. ნანუაშვილის თქმით, ხეთაგური აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.
"ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდის თეატრი. არანაირი ინფორმაცია არა აქვს კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. მისთვის უცნობია ქრთამის მიმცემი. აცხადებს, რომ არა აქვს ინფორმაცია, თუ ვინ გასცა ქრთამი", - აცხადებს ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, ხეთაგური მის მიმართ წაყენებული ბრალდებასთან დაკავშირებით მასალების გაცნობას ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100