გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად ღვთისმსახურებას ფარულად ატარებდა
უკრაინის ტერნოპოლის ოლქში გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად კერძო სახლში აღავლენდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გარდაცვლილი სოფელ პოტუტოროვის მცხოვრები, 55 წლის კაცია. უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურია.
ამასთან, ტერნოპოლის ოლქის შუმკის რაიონში ბოლო ერთ დღეში კიდევ ერთი გარდაცვლილი კაცი ქალაქ შუმსკის მცხოვრებია. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ის ადგილობრივი ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კორონავირუსი შუმსკის რაიონში უკვე 69 ადამიანს დაუდასტურდა.
მანამდე კარანტინი კიევ-პეჩორის ლავრაში გამოცხადდა, სადაც კორონავირუსით 90-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ლავრის სასულიერო პირები, მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, რეკომენდაციებს არ ასრულებდნენ. ისინი მრევლს სალოცავად მისვლისა და ერთმანეთთან ჩახუტებისკენ მოუწოდებდნენ. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამოქალაქეებს, კარანტინის რეჟიმი დაიცვან და ეკლესიებში მისვლისგან თავი აღდგომის დღესასწაულზეც შეიკავონ.
კომენტარი