ჩემთვის ახლა მთავარი ამოცანაა, ციხიდან გამოვიდეს - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ხვდება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა. მისი განცხადებით, მიაწვდის საჭირო ინფორმაციებს და ისაუბრებენ იმ გზებზე, რაც მას ციხიდან გამოიყვანს. "მიხეილ სააკაშვილი არის სინდისის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური დევნილი, უკვე განცხადებებიც კეთდება საერთაშორისო მასშტაბით, სტრასბურგის სასამართლო ამას ამტკიცებს. ჩემთვის ახლა მთავარი ამოცანაა ეს კაცი გამოვიდეს აქედან, ამ სამარცხვინო ბრალდება მოხსნილი და ამ ამოცანას მივაღწევთ აუცილებლად", - თქვა ნიკა გვარამიამ.
კომენტარი