სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება საბურავებზე!

„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდ Bridgestone-ს ზაფხულის საბურავებზე აქციას. Bridgestone-ს ბრენდის 4 ზაფხულის საბურავის შეძენის შემთხვევაში ყველა მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილში ზეთის სრული შეცვლის უფასო სერვისი, კერძოდ: ბელგიური ბრენდის Champion-ის ან გერმანული ბრენდის Fuchs-ის ძრავის ზეთი, ზეთის ფილტრი და შეცვლა სრულიად უფასოდ. აქცია მოქმედებს 23 მარტიდან - 8 აპრილამდე „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100