სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-ს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით მცირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო უფრო მეტი რაოდენობის თანხით ბიუჯეტის შემცირებაზე, თუმცა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოფა და შესაქმნელია უსაფრთხოების სამსახური, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
"უსაფრთხოების სამსახურში საჭიროა კადრები, ადმინისტრაცია და სხვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა თანხები. ბიუჯეტის შემცირება შეეხება საწვავს, წარმომადგენლობით ხარჯებს, ასევე მივლინებებს. არის სხვადასხვა მიმართულებები, სადაც შეძლებისდაგვარად შევამცირებთ თანხებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში ბევრი რაღაც არის საჭირო და ამის შემცირების შემთხვევაში, უწყების წარმომადგენლები, უბრალოდ ვერ იმუშავებენ.
გომელაურმა ხაზი გაუსვა ავიაციას, რომელიც, მისი თქმით, ძალიან დიდ თანხებს საჭიროებს და იგი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100