"დღეს ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის მაღალი"
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი ამბობს, რომ მათი წევრი კომპანიების მიმართ მთავრობის მხრიდან ჩარევა/ზეწოლის პრეცენდენტებს ადგილი არ აქვს.
„ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევის შედეგები მეტყველებს, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი ასლანიშვილმა.
2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია დღეს საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. შეიძლება ითქვს, ასოციაციაში საქართველოს ეკონომიკის 70%-ის კონტრიბუტორი კომპანიებია გაერთიანებული.
ბიზნესასოციაციის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს ხვდებიან.
კომენტარი