ინტერპოლი COVID-19-ის ვაქცინის გაყალბების შესახებ ქვეყნებს აფრთხილებს
ინტერპოლი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თაღლითებმა შესაძლოა COVID-19-ის ვაქცინის გაყალბება დაიწყონ.
მათ აღნიშნეს, რომ ყალბი ვაქცინების გაყიდვა ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი. გარდა ამისა თაღლითებმა შესაძლოა კორონავირუსის ტესტების გაყალბებაც დაიწყონ.
ინტერპოლი ამტკიცებს, რომ ადამიანებმა ჩვეულებრივი მედიკამენტების ონლაინ ყიდვის დროსაც კი ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
კომენტარი