სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა ყოველგვარი რისკების გარეშე

საქართველოს სამშენებლო ბაზარი ხიბლავს მომხმარებელს თავისი სტაბილურობითა და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობით, თანამედროვე ბინები ბათუმში ინვესტირების ერთ-ერთ ყველაზე სანდო საშუალებად ითვლება. ტურისტული ქალაქი განიცდის ნამდვილ სამშენებლო ბუმს, ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს აგებენ არა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე, არამედ ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც.

რა რისკები არსებობს მშენებარე ბინის შეძენისას

საქართველოს სამშენებლო ბაზარი საკმად გამჭვირვალეა, ბინის შეძენა უსაფრთხოა მშენებარე კორპუსშიც კი. თუმცა რჩება რიგი რისკებისა, რომლებიც უთუოდ გასათვალისწინებელია პოტენციური ინვესტორისთვის.

პირველი რისკი

დეველოპერი გთავაზობთ წინასწარი შენატანის გაკეთებას ხელშეკურლების საფუძველზე და არ არეგისტრირებს თქვენს მონაცემებს საჯარო რეესტრში. განვადების გაფორმების შემთხვევაშიც კი რეესტრში შესაძლებელია მომავალი საკუთრების უფლების დარეგისტრირება. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მშენებარე კორპუსებისთვისაც. წინასწარი რეგისტრაცია თქვენი დაბანდებების უსაფრთხოების გარანტია და არ მისცემს დეველოპერს საშუალებას რამოდენიმეჯერ განახორციელოს ერთი და იგივე ბინის რეალიზება.

მეორე რისკი

თუ თქვენ აპირებთ ბინის შეძენას მშენებლობის სტადიაზე მყოფ კომპლექსში, ეს დაკავშირებულია ერთგვარ რისკებთან, რომ სახლი არ იქნება ექსპლუატაციაში მიღებული. წინასწარ აუცილებელია სამშენებლო კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დეველოპერის სხვა ობიექტების გაცნობა, დადასტურება რომ მიწის ნაკვეთი არ არის დატვირთული. არ იქნება ურიგო გაეცნოთ მშენებლობის ნებართვის დოკუმენტაციას ან ესტუმროთ მშენებლობას.

მესამე რისკი

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება განსაკუთრებული შესწავლის საგანია. არ დათანხმდეთ თუ ხელშეკრულებაში მითითებულია ბინის ღირებულებაზე დაბალი ფასი. ასე ხშირად აკეთებენ გადასახადების დაზოგვის მიზნით. თუ თქვენ მომავალში შენაძენზე უარის თქმა მოგიწევთ, დაკარგავთ სხვაობას ბინის რეალურ და მითითებულ ღირებულებას შორის.

როგორ შევარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია

ქვეყანაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 100 სამშენებლო კომპანია. დეველოპერების ასეთი მრავალფეროვნება პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე ქმნის ჯანსაღ კონკურენციას, რაც საგრძნობლად აკავებს ახალ მშენებარე ობიექტებზე ფასების მკვეთრ ზრდას.

გარდა გამოცდილი დეველოპერებისა , როგორიცაა Orbi Batumi-ი , ბოლო წლების მანძილზე ჩნდება ბევრი ახალი სამშენებლო კომპანია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი რეპუტაციით. ამიტომ მყიდველს უჭირს ორიენტირება დეველოპერების მრავალფეროვნების შორის, რაც ქმნის რისკს ხელიდან გაუშვათ ხელსაყრელი შემოთავაზება.

გამოვყოთ რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სამშენებლო კოპანიის შერჩევისას:

  • აშენებული პროექტების რაოდენობა;
  • გამოხმაურებები სპეციალიზებულ ფორუმებზე;
  • პროექტის რეალიზებისთვის საჭირო კაპიტალის არსებობა;
  • შიდა განვადების ან პარტნიორ ბანკებში იპოთეკის გაფორმების შესაძლებლობა;
  • ფასდაკლება ერთიანი სრული გადახდის შემთხვევაში;

ასევე იურისტთან ერთად შესაძლებელია გაეცნოთ ტიპიურ ხელშეკურლებას და გაეცნოთ თუ რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს დეველოპერი (მაგალითად, უცხოელი ინვესტორები, სახელმწიფო ბანკები და სხვა)

სად მოვიძიოთ სრული ინფორმაცია ბათუმის უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიების შესახებ.

Korter -ის ბაზაში თავმოყრილია საქართველოს ყველა მშენებარე პროექტი და დეველოპერი. პოტენციური მყიდველი საიტზე იხილავს ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის შესახე, გაეცნობა მის პროექტებს და ბათუმში ბინებზე არსებულ აქტუალურ ფასებს.

მოსახერხებელი ფილტრები დაგეხმარებათ კომპლექსების დახარისხებაში ადგილმდებარეობის, კვადრატული მეტრის ღირებულების, ოთახების რაოდენობის, სამშენებლო სამუშაოების დასრულების სტადიისა და შეძენის პირობების მიხედვით.

შერჩეული პროექტის გვერდზე გადასვლით შეგიძლიათ შეისწავლოთ მშენებლობის პროცესის ფოტომასალა, გაეცნოთ ტექნიკურ მახასიათებლებს, მშენებლობის დასრულების ვადებს, დეტალურ აღწერას. უცხოელი ინვესტორები? რომლებიც ვერ ახერხებენ მშენებლობის პროცესის პირადად მონახულებას კონსლუტაციისთვის შეუძლიათ მიმართონ korter-ის ბათუმის უძრავი ქონების მენეჯერს, ამისათვის საჭიროა შერჩეული კომპლექსის გვერდზე განაცხადის შევსება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100