ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგამდი ცოდვილ მიწაზე
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგამდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დღეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ, უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე.
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მარტოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული...
კომენტარი