სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის ნამღერი პუტინის მხარდასაჭერად

ვლადიმირ პუტინის რეზიდენციასთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო კაბინეტის ფანჯერქვეშ, ერთი საოცარი რუსული პიარ-აქცია ჩატარდა: ახალგაზრდა ბიჭებმა და გოგონებმა, რომლებსაც ერთნაირი მაისურები ეცვათ წარწერით: „იმღერე, როგორც პუტინმა“, იქ დაახლოებით ნახევარ საათს დაჰყვეს.

ჯგუფმა რამდენჯერმე იმღერა Blueberry Hill. როგორც ცნობილია, ეს სიმღერა შეზარხოშებულმა პუტინმა, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავთა თანდასწრებით მოსკოვში, როიალზე, ერთ-ერთი საქველმოქმედო შოუს დროს შეასრულა.

„ჩვენ ეს კომპოზუცუა უმუტომ ვიმღერეთ, რომ გვიყვარს ჩვენი პრემიერი“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ, ზაურ გაზდაროვმა. – „მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ამის გამო მისი მადლობელი ვართ. დიდი სიამოვნებით გავიმეორებდით მის კიდევ რამდენიმე ქმედებას. მართალია, იგი არაპროფესიონალურად მღერის, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ცდილობს“, - თქვა მან.

პუტინი კი, მსოფლიო ვარსკვლავების თანდასწრებით, აი, ასე "ცდილობდა":

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100