ანა ჩუბინიძის „ჯიბის კაცი“ ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე
15-დან 20 ივნისის ჩათვლით საფრანგეთში ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. 19 ივნისს ფესტივალის ფარგლებში (Annecy du Monde) შედგა ანა ჩუბინიძის პროექტის „ჯიბის კაცი“ პრეზენტაცია. პროექტი განვთარებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ. ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორსო ბაზრობამ (MIFA) კინოცენტრთან ერთად გამოაცხადა კონკურსი, რომელიც ანა ჩუბინიძის გამარჯვებით და „ჯიბის კაცის“ საერთაშორისო მასშტაბის პრეზენტაციით დაგვირგვინდა. (გამარჯვებული პროექტი თავად ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორსო ბაზრობამ შეარჩია.)
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. წელს ფესტივალი იუბილარია, იგი 55 წლის გახდა.
კომენტარი