სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საპატრიარქოს პასუხისმგებლობას საერთოდ არ ვგრძნობ" - მეუფე იაკობი

გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო იმ სისხლისღვრაზე, რაც საზოგადოებამ ბოლო 2 დღის განმავლობაში იხილა? - კითხვის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ამბობს, რომ - არა.

"ერთ რამეს გეტყვით ახლა: ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, მათ უკან ვინც იდგა რა, უშუალოდ თაბაგარზე არ ვლაპარაკობ, მათ უკან ვინც იდგა და აძალებდნენ არ გადაეტანათ მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ ვიცოდი",- ამბობს მეუფე იაკობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100