სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა დაავადებას იწვევს სექსის შემდეგ მოწევა?

ბევრი ადამიანი სექსის შემდეგ მოწევას აღიქვამს, როგორც სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების აუცილებელ პირობას.

სექსს სიამოვნების გარდა, კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს - ის ორგანიზმს არეგულირებს და მოაქვს დადებითი ემოციები; მოწევით კი ამ მშვენიერებას ჩვენ თავად ვართმევთ საკუთარ თავს.

სექსის შემდეგ ორგანიზმში შესულ ნიკოტინს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს მოწევა - ასეთი დასკვნა დასავლელმა ექსპერტებმა გამოიტანეს.

ქალები, რომლებიც სექსის შემდეგ თამბაქოს ეწევიან, რისკავენ დაკარგონ ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესი, მამაკაცები კი საერთოდაც იმპოტენტები გახდნენ. საქმე ისაა, რომ ნიკოტინი აზიანებს სისხლძარღვების მიმოქცევას მენჯის არეში.

მოწევა სასქესო ორგანოს სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს. ერექცია კი სისხლის მიმოქცევის და ცენტრალური ნერვული სისტემის ერთობლივი მუშაობით ხერხდება.

ამერიკელი სპეციალისტების აზრით, სექსის შემდეგ მოწევა მამაკაცებში ერექციულ დისფუნქციას იწვევს. ამასთან, მოწევა ორჯერ უფრო ზრდის იმპოტენციის საშიშროებას.

ამდენად, სექსის შემდეგ თითოეული მოწეული ღერი ყოველი მომდევნო სექსუალური აქტისთვის უარყოფითად მოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100