რუსეთი კალინინგრადთან "ისკანდერებს" განათავსებს
რუსეთის ფედერაცია კალინინგრადის ოლქში "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო კომპლექსების დამონტაჟებას იწყებს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები "ისკანდერის" კალინინგრადის ოლქში განლაგება 2012 წლის მეორე ნახევარში იგეგმება".
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სარაკეტო სისტემას რუსეთის ფედერაცია ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ფარის საპასუხოდ ათავსებს.
კომენტარი