სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი „განათლებული მომავლისათვის“ დასკვნით ფაზაშია - სასწავლო ოლიმპიადის ფინალური მესამე ტური ინგლისურ ენაში 15 მარტს ჩატარდება

თანამედროვე მსოფლიო ერთხმად აღიარებს, რომ განათლება და ინფორმაციაზე წვდომა უმთავრესი პრიორიტეტია და ადამიანის წარმატებული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა კი შეუძლებელია ინგლისური ენის გარეშე. ის დღემდე ერთადერთი და უცვლელი საკომუნიკაციო საშუალებაა უმეტესი განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნისთვის. ინგლისური დომინანტური ენაა მსოფლიოს ბიზნეს სფეროში, შესაბამისად, ნებისმიერისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს ინგლისური ენის შესწავლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათეული წელია, რაც ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება მიმდინარეობს, იხსნება უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულება მსგავსი პროფილით, სახელმწიფოსთან ერთად კერძო ბიზნესიც ზრუნავს რომ უცხო ენის შესწავლა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური ფენისა.

სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო წლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წამოწყებად უნდა განვიხილოთ „წყალი მარგებელის“ ინიცირებული პროექტი „განათლებული მომავლისათვის“, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო აქტივიზმის გაზრდას საქართველოს რეგიონებში, ამ შემთხვევაში სს „წყალი მარგებელი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს. ამ მიზნით, კომპანია პროექტს „განათლებული მომავლისთვის“ წელსაც აგრძელებს. წელს, განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, „წყალი მარგებლი“ ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამ მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში ორიკვირიანი ენის კურსით დააჯილდოვებს. ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობებს კომპანია დააფინანსებს. ეროვნული ოლიმპიადის საბოლოო შედეგები 2 მაისს გახდება ცნობილი.

გასათვალისწინებელია, რომ 2013 წელს გამარჯვებული იმ მოსწავლეები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ კომპანიის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში წელს, კონკურსში მონაწილეობის მიუხედავად, მათი შედეგები არ განიხილება. ასპარეზი ამჯერად სხვა ახალბედა წარჩინებულებს დაეთმობა.

პროექტის შესახებ საუბრობს „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ვიქტორია ჟიჟკო:

„განათლებული მომავლისათვის“ წყალი მარგებელის სოციალური პროექტია, რომელსაც უკვე მეორე წელია ჩოხატაურის რაიონის მოსწავლეებისთვის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვახორციელებთ.

უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს პროექტი „განათლებული მომავლისათვის“?

წელს, განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, ჩოხატაურის რაიონიდან ინგლისურ ენაში სამ ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე მოსწავლეს „წყალი მარგებელი“ დიდ ბრიტანეთში ორკვირიანი ენის კურსით დააჯილდოვებს, ნგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობებს მთლიანად ჩვენი კომპანია დაფარავს.

რამდენად დიდი იყო აქტივობა შარშან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში და რას მოელით 2014 წლის ეროვნული ოლიმპიადისგან?

2013 წელს „განათებული მომავლისათვის“ პირველად ჩატარდა და მიუხედავად სიახლისა და პროექტის დაბალი ცნობადობისა უამრავმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.ჩოხატაურის რაიონიდან ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, ბევრი მათგანი გვწერდა მეილზე და ჩვენს ფეისბუკის გვერდზე, ინტერესდებოდნენ სხვადასხვა დეტალებით. წელს, ვინაიდან უკვე გარკვეული ცნობადობა და გამოცდილება გაჩნდა ამ მხრივ და პირველი ნაკადიც კმაყოფილი დაბრუნდა ბრიტანეთიდან, პროექტის მიმართ უფრო დიდ ყურადღებას ველოდებით.

რატომ აირჩიეთ ინგლისური ენის წახალისება და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება?

ინგლისური ენის დომინანტობაზე თანამედროვე მსოფლიოში მგონი არავინ დაობს, უამრავი ინფორმაციული მასალა და ლიტერატურა დღეს ხშირად მხოლოდ ამ ენაზე გვხვდება, ასევე შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა ინგლისურის არცოდნის გარეშე, პრაქტიკურად მისი ფლობა საწინდარია, როგორც ინდივიდუალური თვითრეალიზაციის ასევე მომავალში ქვეყნის განვითარებისა. რადგან ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სფეროა განათლება, გადავწყვიტეთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხშირად მსგავსი პროექტები მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბითაა შემოსაზღვრული, გადავწყვიტეთ რეგიონზე ორიენტირება, კერძოდ კი ჩვენი ბრენდების „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ მშობლიურ მხარეზე. მნიშვნელოვანია ინგლისური ენის შესწავლის პოპულარიზაცია, წახალისება და ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონის მაცხოვრებლებისთვისაც.

რა პერიოდს მოიცავს პროექტი და როდის უნდა ველოდოთ გამარჯვებულების გამოცხადებას?

პროექტი ამჯერად, დასკვნით ფაზაშია,15 მარტს ჩატარდება სასწავლო ოლიმპიადის ფინალური მესამე ტური ინგლისურ ენაში, პროექტში გამარჯვებულები კი 2 მაისს გამოცხადდებიან. ჩვენი კომპანიის სახელით პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს წარმატებას ვუსურვებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100