ქალმა ექვსი ტყუპი გააჩინა
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ივნისის მესამე კვირაში მამის დღე აღინიშნება. საკუთარ მეუღლეს ეს დღე ორიგანალურად მიულოცა 30 წლის ხეზერ ქოროლმა - ხეზერმა ბირმინგემის კლინიკა Brookwood Medical Center-ში ექვსი ტყუპი იმშობიარა.
ტყუპები საკეისრო კვეთით დაიბადნენ. ოპერაციას ექიმების 50 კაციანი ბრიგადა ესწრებოდა. სულ რაღაც სამი წუთი დასჭირდა ხუთი გოგოსა და ერთი ბიჭის ამ ქვეყნად მოვლინებას.
ტყუპებს ცალცალკე დაუნიშნეს ექიმების ჯგუფები, რადგან ისინი 12 კვირით ადრე დაიბადნენ. მიუხედავად მათი მცირე წონისა, ტყუპები თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელები არიან.
დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექვსი ტყუპის დედას რამდენიმე დღეში სახლში გაწერენ, სადაც მას მეუღლე და კიდევ სამი შვილი ელოდება.
კომენტარი