სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხის რაიონის 11 სოფელი დაისეტყვა

ლაგოდეხის რაიონის 11 სოფელი დაისეტყვა.

როგორც "პირWელს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს, სტიქიის შედეგად მოსავალი ზოგან თითქმის 100%-ით არის განადგურებული.

დაისეტყვა ვენახები, სიმინდის ნათესები, საზამთროს და ხეხილის ბაღები, ასევე ბაღჩეული კულტურა.

დასეტყვილია სოფლები თელა, წიფლისწყარო, შეერთება, გელათი, ნინიგორი, განათლება, ქვემო გურგენიანი, ბაისუბანი, კართუბანი, ბოლოკიანი და ნაინდროვალი.

კართუბნის მოსახლეობის განცხადებით, "სოფელი იმდენად არის დასეტყვილი, რომ წელს ვერცერთი სახეობის მოსავალს ვერ მიიღებენ".

დაზარალებულ სოფლებში ზარალის დამთვლელი კომისია დილიდან მუშაობს.

როგორც კახეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ განაცხადა, რა სახის დახმარება გაეწევა მოსახლეობას, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100