სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალავერდის ტაძარში მე-13 საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება

ალავერდის ტაძარში მე-13 საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი დგას. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წყლით არის დაფარული ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტილი და დაობებულია კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია.

მათივე თქმით, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება. პრევენციული სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100