შს სამინისტრო ონის რაიონის 10 მკვიდრის გაუჩინარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შს სამინისტრო ონის რაიონის სოფლ ღარის 10 მკვიდრის გაუჩინარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, "18 ივნისის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლე - ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი დააკავეს".
"ქართველები და ოსები რელიგიურ დღესასწაულ საჯვარეობას საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავენ, ხოლო სალოცავები, რომელთაც დღსასწაულისას მოსახლეობა სტუმრობს, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ოკუპანტებმა ზემოაღნიშნული პირები დღესასწაულისას წმინდა გიორგის სალოცავების სიახლოვეს დააკავეს. პირველადი ინფორმაციით, დაკავებული პირები ცხინვალში არიან გადაყვანილები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი