სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხობში ცოტნეობას აღნიშნავენ

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული "ცოტნეობა" გაიმართება. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის ლოცვა კურთხევით ღვთისმშობლის ხარების ტაძარში ჯვარი აღიმართება.

სამონასტრო კომპლექსის და პატრიარქის რეზიდენციის მშენებლობა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

პრეზენტაცია გაიმართება ფესტივალის ფარგლებში - "სიმღერა სამეგრელოზე", რომელსაც პატრიარქი დაესწრება.

ფესტივალი უკვე მეხუთედ ტარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ფესტივალი 16,17,18 სექტემბერს გაიმართება და მას, ტრადიციულად, ხობი უმასპინძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100