სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა კოსოვო-სერბეთსა და რუსეთ-საქართველოს შორის პარალელები გაავლო

„სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობა კარგი მაგალითი გახლავთ იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება რუსეთსა და საქართველოს შორის.“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერმა ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. „როგორც ჩანს პრემიერს დაავიწყდა, რომ დღეს კოსოვო დამოუკიდებელი, ავტონომიური რესპუბლიკაა, ნუთუ ანალოგიურად აპირებს ივანიშვილი საქართველოსა და რუსეთის მეგობრობის აღდგენას?“ - ეს გახლდათ მკითხველის დიდი ნაწილის რეაქცია.

კოსოვო-სერბეთსა და რუსეთ-საქართველოს შორის პარალელების გავლებასთან ერთად ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა სხვა თემებზეც ისაუბრა. „საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დიდ მეზობელთან ურთიერთობები განტვირთოს, თუმცა არც ევროპასთან სურს ურთიერთობის გაფუჭება“-ეს გახლდათ ივანიშვილის მთავარი გზავნილი ჟურნალისტ ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინასთან საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილი: რუსეთისა და საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედიოდა. საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მათ დასაბრუნებლად. თუმცა მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას მშვიდი გზითა და მოლაპარაკებების საშუალებით მივაღწევთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებთ ძალას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხში საერთაშორისო საზოგადოებაც დაგვეხმარება. სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობა კარგი მაგალითი გახლავთ იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება. სწორედ მათი მაგალითი არის დასტური იმისა, რომ სამყარო და ხალხი შეიცვალა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენ ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა დავალაგოთ. გარდა ამისა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მივესალმები 2008 წლის ომის გამოძიებას.

იგივე ინტერვიუში ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსაც აფასებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩვევად აქვს საკუთარი შეცდომების სხვისთვის გადაბრალება და ამ შემთხვევაში ის სწორედ ასე მოიქცა. „მე არ მომწონს სააკაშვილის ეს სტრატეგია, არ მომწონს, რომ ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. „- განაცხადა ივანიშვილმა

გარდა ამისა სწორედ ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა საქართველოს პრემიერმა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენების გაგზავნა საქართველოს მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100