ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ და ერისიონის „ქართული საგანძური“
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური სპონსორობით, დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ “ერისიონის“ გრანდიოზული შოუ-პროგრამა “ქართული საგანძური“ გაიმართა. 2 საათიანი საკონცერტო პროგრამა მოიცავდა ქართული ცეკვისა და მუსიკის შედევრებს. კონცერტზე შესრულდა საქართველოს ყველა კუთხის ცეკვა და სიმღერა. “ერისიონმა“ სცენაზე პირველად გააცოცხლა აფხაზური ცეკვა სიმღერის თანხლებით, მეგრული ჩელა, ოდოია, ასევე ცხენოსნური.
სპეციალურად კონცერტისათვის შეიკერა ცეკვა აფხაზურის ახალი კოსტიუმები. მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტი არ წყდებოდა ყოველი საკონცერტო ნომრის შემდეგ. ერისიონის “ქართული საგანძური“ მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ამოგზაურებს.
გენერალური სპონსორის ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ტრადიციული ლუდის, „ხევსურულის“ სასაჩუქრე ჩანთები გადასცა საჩუქრად.
“ერისიონის“ კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კომენტარი